ჩვეულებისამებრ ვიწყებ!
ალბათ, ასე იწყებდნენ ბლოგერები წერას და ასე ინაცვლებდა ლურჯმელნიანი კალმისგან ამოქარგული ასობგერები,ბეჭდური მედიის მართლაც რომ ფორმაგადაბეჭდილ სტრიქონებში
ჰო და ასე.ჩემი პირველი ბლოგი,სადაც ვაპირებ ვისაუბრო ...არა,არაფერს არ ვაპირებ ,გადაწყდა ,რომ უბრალოდ მოვყვები უბრალო ამბავს,თუ როგორ ანთია ჩემს ოთახში შუქი ღამის 3 საათამდე და როგორ ვანადგურებ ბიძაჩემის ნერვებს ,რომელსაც ჩემი ოთახის "შუშაბანდიდან" გასული შუქი აწუხებს და უბრალოდ ვერ იძინებს.
ვფიქრობ!ვერ გამიგია!რატომ უნდა აიტანო ადამიანმა უძილობა,რამდენჯერ უნდა ავახრიგინო ჩაიდანი და ახლახანს,ძლივს ჩაძინებულ მამაჩემის ძმას ღამის 2 საათსა და 15 წუთზე,რატომ უნდა დავუფრთხო ძლივს მოპოვებული ძილი.
პასუხი არც ისე რთულია,ხვალ გამოცდა მაქვს და ამ გამოცდის ჩაბარება მჭირდება მხოლოდ იმისთვის ,რომ მქონდეს დიპლომი, ლეგიტიმური უფლება იმისა ,რომ შევძლო ნერვები და თავში არსებული ცოტაოდენი ტვინი გავალაყებინო მშობლებისგან გაზულუქებულ ამბიციურ ბავშვებს.
ვფიქრობ და არ მინდა ,მაგრამ ვიცი დილით დედაჩემი დარეკავს და შემახსენებს,რომ გამოცდაზე უნდა გავიდე,მეც ვეტყვი -უკვე მზად ვარ,საწოლიდან გადმოვაგდებ უსიცოცხლო მარცხენა ფეხს და როცა ძალას მოვიკრებ იქნებ შევძლო თვალების გახელაც, იმდენად მძინარეა ჩემი დილა ,რომ სასქესო ორგანოს უნივერსიტეტისკენ მიმავალ მარშუტში ახსენდება მისი დილის ფუნქცია და დაგვიანებით მეწყება ერექცია.
ჰო და იმას ვამბობდი ,რომ ხვალ ასეთი დღე იქნება:
დავწყებ ადრე , ფრთხილად გავაღებ რკინის კარს (დილით მაინც ვაცადო ბიძაჩემს ძილი)
გავივლი ისევ იმ გზას ,ისევ იმ ცოდნის კერისკენ ,სადაც დამხვდებიან ჩემი ბავშვები, უმეტესობას მხოლოდ გამოცდებზე ვნახულობ და უმეტესობა ფიქრობს ,რომ ჩემზე უკეთ ჩააბარებს(როგორ მინდა ეგ უტვინო ამბიცია დაგიჭმუჭნოთ)
ჩემი გამოცდაზე გაჩერების ხანგძლივობის მაქსიმუმი 30 წუთია-ქულა მაქსიმუმზე,რა თქმა უნდა ნაკლები.
ბევრი რომ არ მომივიდეს მოვრჩები და დავდებ შედეგს-დიპლომი მინდა!
იმისთვის ,რომ დედაჩემმა აჩვენოს ნათესავებს.
მე ვაჩვენო ჩემს უსაძაგლეს მასწავლებელს ,რომელიც დახმარების მაგივრად არასწორ პასუხებს მაწერინებდა(ან განგებ,ან უბრალოდ ასე იყო)
ჰო და ეს წითელ თუ რა მნიშვნელობა აქვს ფერადკანიანი დიპლომი მიჯდება:
•ბიძაჩემის უძილობის,
'ელექტრო ენერგიის ძვირიანი ქვითრის,
•დაგვიანებული ერექცისა და
•აკიდებული "მამალი "ნევროზის ფასად!
No comments:
Post a Comment